2.პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მოსწავლეები იღებენ ინფორმაციას სხვადასხვა წყაროებიდან კალენდრის შექმნის ისტორიაზე (თუ რა მიზნითა, სად და როდის შეიქმნა იგი). ეცნობიან კალენდრის ადრეულ და თანამედროვე ვარიანტებს; თავად ქმნიან მათთვის საინტერესო ფორმატით კალენდარს;
აცტეკების კალენდარი |
4.პროექტის მიზნები: მოსწავლეები სწავლობენ ინფორმაციის მოძიებას ინტერნეტში, მასალის დახარისხებას, ჯგუფურ მუშაობას, დროის გადანაწილებასა და დაგეგმვას; მოკლე თხზულებებისა და ინფორმაციის წერილობით გადმოცემას; საკუთარი აზრის გამოთქმასა და დასაბუთებას; შემოქმედებით უნარებსა და აზროვნებას;
5.მონაწილეთა ასაკი: 11 -12 წელი
6.ვადები და ხანგრძლივობა: ერთი სასწავლო წელი
7.მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: კალენდარი, რომელშიც ასახულია მნიშვნელოვანი მოვლენები, დღეები; ცოდნის გაღრმავება სხვადასხვა საგანში; ჯგუფური მუშაობა, დისკუსიების წარმოება, საკუთარი აზრის არგუმენტირებულად დასაბუთება და ა. შ.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: საინფორმაციო საშუალებები,
ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში სხვადასხვა დროისა და ქვეყნების კალენდრის შესახებ; ცნების რუკის შედგენა. კალენდრების შედარება ვენის დიაგრამის საშუალებით. დისკუსიების მოწყობა თემაზე, თუ რატომ არის წელიწადში ხან 365, ხანაც 366 დღე. რამდენად ზუსტია ძველი ქვეყნების კალენდრები (მაგ.: მაიას ტომის ).
ძველი გრიგორიანული კალენდარი |
ძველი რომაული კალენდარი |
11.პროექტის ხელმძღვანელი /მასწავლებელი: ირმა ცქიტიშვილი.
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: irmatskitishvili@yahoo.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://irmatskitishvili.blogspot.com/