Wednesday, December 5, 2012

1.პროექტის სახელწოდება: კალენდარი
2.პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მოსწავლეები იღებენ ინფორმაციას სხვადასხვა წყაროებიდან კალენდრის შექმნის ისტორიაზე (თუ რა მიზნითა, სად და როდის შეიქმნა იგი). ეცნობიან კალენდრის ადრეულ და თანამედროვე ვარიანტებს; თავად ქმნიან მათთვის საინტერესო ფორმატით კალენდარს;
აცტეკების კალენდარი
3.პროექტის აქტუალობა: ცოდნის გაღრმავება ისტორიაში და საბუნებისმეტყველო საგნებში; ჯგუფური მუშაობა; ცოდნის მიზანმიმართულად გამოყენება;ინფორმაციის მოპოვება და მისგან  მნიშვნელოვანის გამოკრეფა; კეთებით სწავლება;
4.პროექტის მიზნები: მოსწავლეები სწავლობენ ინფორმაციის მოძიებას ინტერნეტში, მასალის  დახარისხებას, ჯგუფურ მუშაობას, დროის გადანაწილებასა და დაგეგმვას; მოკლე თხზულებებისა და ინფორმაციის წერილობით გადმოცემას; საკუთარი აზრის გამოთქმასა და დასაბუთებას; შემოქმედებით უნარებსა და აზროვნებას;
5.მონაწილეთა ასაკი: 11 -12 წელი
6.ვადები და ხანგრძლივობა: ერთი სასწავლო წელი
7.მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: კალენდარი, რომელშიც ასახულია  მნიშვნელოვანი მოვლენები, დღეები; ცოდნის გაღრმავება სხვადასხვა საგანში; ჯგუფური მუშაობა, დისკუსიების წარმოება, საკუთარი აზრის არგუმენტირებულად დასაბუთება და ა. შ.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: საინფორმაციო საშუალებები,
ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში სხვადასხვა დროისა და ქვეყნების კალენდრის შესახებ; ცნების რუკის შედგენა. კალენდრების  შედარება ვენის დიაგრამის საშუალებით. დისკუსიების მოწყობა თემაზე, თუ რატომ არის წელიწადში ხან 365, ხანაც 366 დღე. რამდენად ზუსტია ძველი ქვეყნების კალენდრები (მაგ.: მაიას ტომის ).
ძველი გრიგორიანული კალენდარი
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები იყოფიან პატარა, 4 კაციან ჯგუფებად. თითოეული ჯგუფს ხვდება ერთი თვე, ანუ კალენდრის ერთი ფურცელი. ისინი მოიძიებენ ყველანაირ ინფორმაციას სხვადასხვა  წყაროების საშუალებით ამ ერთი თვის შესახებ. ჩამოთვლიან ღირშსანიშნავ დღებსა თუ მოვლენებს. თხზავენ, რომელიმე მოვლენისა ან დღის შესახებ, პატარა ისტორიას, ან აღწერენ ამ დღეს და აფორმებენ მთლიანად გვერდს (დაურთავენ შესაბამის ფოტოებს ან თავად გააკეთებენ ილუსტრაციას). საბოლოოდ თითოეული ჯგუფის მიერ უკვე დასრულებული ფურცელები აიკინძება და კალენდარი  მიიღებს სრულყოფილ  სახეს. თავფურცელზე იმუშავებს მთელი კლასი და შეირჩევა  საუკეთესო იდეები, სხვადასხვა ქვეყნებისა და ხალხების კალენდრის შესახებ.ზოგადად კალენდრის ისტორიისა და მისი ნაირსახეობებისა და გამოყენების ნაირგვარობის შესახებ.შესაძლებელია ასევე სამუშაო, სამაგიდო კალენდრების შექმნაც.
ძველი რომაული კალენდარი
10.საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორიასთან, ქართულ ენასთან, საბუნებისმეტყველო საგნებთან;
11.პროექტის ხელმძღვანელი /მასწავლებელი: ირმა ცქიტიშვილი.
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: irmatskitishvili@yahoo.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://irmatskitishvili.blogspot.com/

No comments:

Post a Comment